დადგება ჟამი
ქვეყანა, სადაც დედის ფასი ნულის ტოლია, ქვეყანა, სადაც ბავშვებს კლავენ წამლის გარეშე, ქვეყანა, სადაც პარლამენტში ბევრი ღორია, მე კიდე ვფიქრობ, ამ ქვეყანას როგორ გავექცე. მარტო მე არა… ბევრი ვიცი აქ ჩემი ტოლი, ვისაც ცხოვრება გაუმწარა ამ სახელმწიფომ, "ჰოდა, ჩაჯექი დროზე, მართლა თუ ჩემი ძმა ხარ, აწი მოვიდა, ჩემო ძმაო, წასასვლელი დრო. მაგრამ ქვეყანა ასე მარტო როგორ დავტოვო? მეც მაგარი ვარ? სად მივდივარ, ნეტავ ვიცოდე… რაღა აზრი აქვს — სადმე წავალ, იქ ვიარსებებ, მე თავს ვუშველი და შორიდან შენთვის ვილოცებ." და ასე გარბის სანატრელი ქართველი ხალხი, საქართველოდან მოშორებით — კილომეტრების, და განვიცადეთ უამრავი ჩვენ მძიმე კრახი, მაგრამ ეს ენა თქვენს იარაღზე უფრო მეტად ჭრის. დადგება ჟამი, როცა ყველა ერთად ვიქუხებთ, და საქართველო კვლავაც ისე აღორძინდება, გმირი ხალხის ძვლებს საფლავებში რომ მოვასვენებთ, ჩვენი სიმართლე ზეცის კარსაც კი გადასწვდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი