შენი სახის ზმანება
მე ვერაფრით დავივიწყე შენი სახის ზმანება, და ამ ყველაფრის კიდევ განცდა ძალიან მეზარება. მე ვერაფრით დავივიწყე შენი ნაზი ღიმილი, ვერ ვხვდები, თუ როგორ ძალუძს შენს სულს მწარე ტირილი. ალბათ ვერც კი წარმოიდგენ, რომ ეს ლექსი შენია, ყველაფერი, რაც შევქმენი, შენთვის დამიწერია. მე შენ გიძღვნი ჩემს სულს და ხორცს, მაგრამ ვერ გეუბნები, სინანულით დამწუხრებულ ბნელ ქუჩებს მივუყვები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი