შროშანკადრულო
მე, შენ და ღმერთი, ჩვენ სამნი მხოლოდ, ვიქნებით ისევ ამ ლამაზ ღამეს და სიყვარულით, უგონოდ მთვრალი, შენზე ფიქრისას გავახელ თვალებს. მე შენთვის მხოლოდ მინდოდა მეთქვა, როგორ მიკრავდა სუნთქვას ეგ სახე. თვალებში როცა შემოგხედავდი, თითქოს სიზმრებში სადღაც მენახე. ახლა კი ვიცი, ალეგორიებს ვაფრქვევ და ისევ გიჟად შემრაცხეს. ფიქრები სულ რომ გადამიფანტონ, მაინც ვერ წავშლი შენს ლამაზ სახეს. შროშანკადრულო, მე ისევ გელი, ჩემს მიმართ, გთხოვ, არ იყო უხეში. და თუ ვერ გნახე ამ ქვეყნად სადმე, სიკვდილის შემდეგ გნახავ ღრუბლებში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი