უპატრონო სანთელი


სიკვდილის პირს ნამყოფი,
ვეღარ ვფიქრობ, რა დროა.
ჩვენ ორს ხაზი გამყოფი
საუკუნო რატოა?
საუკუნო რატოა
ფიქრთა ჩქარი ტრაური,
თავში აზრს რომ ალაგებ
და გაგიჟებს ხმაური.
წამიერად ვიშლები,
მეც ქვიშა ვარ უდაბნოს,
უდაბნოში ვიწვები,
უპატრონო სანთელი.
მაგრამ ფიქრი იმაზე,
დღის ბოლოს რა მოხდება,
აღარ მიღირს, რადგანაც
გზა შენამდე შორია.
შენ თუ ფიქრობ იმაზე,
უნდა მენდო თუ არა,
მაშინ გეტყვი, ძვირფასო,
ცოლი სულ არ მყოლია.
მე გენდობი, რადგანაც
მეცხრე ცამდე ავყავარ,
როცა შემოგხედავ და
სიხარულით ივსები.
თაფლისფერი თვალებით
დიდხანს ნუ შემომხედავ,
თორემ ვიცი, ძვირფასო,
მათში ჩავიძირები.
#მონატრება#სიყვარული#ფიქრი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი