განა ჩვენა ვართ ერი რჩეული?
განა ჩვენა ვართ ერი რჩეულნი? ღმერთმა გვაჩუქა მისი ედემი, მან გადაშალა ჩვენთვის რვეული, მანვე დაწერა ჩვენი გვერდები. წერა დაიწყო მოკლე სიტყვებით, თუმცა კი ამბავი დიდი გამოდგა, და მე ამ ამბავს მოკლედ გიყვებით, სანამ ჩემთანაც ჟამი ჩამოდგა. იყო ჩვენთანაც კაცნი დიდები, ფიქრი რომ ქონდათ მუდაამ გლეხისა, და ახლა ჩემთვის რომ ვუფიქრდები, ვაზივით დავრჩით ქვეშა მეხისა. რას დავემსგავსეთ, ოდეს ძლიერნი, ჯობნი გაგვიხდა ჩვენი ძმანია, სხვის დასანახად ქრისტიანები, სახლში კი ძმანიც ჩვენი მტერია. განა დაწერა, ასე ქენითო, ჭამეთ ოჯახიის თქვენი წევრიაა? უფრო მივდივართ ქვევით და ქვევით, სავსე გავტეხეთ ჩვენი ქვევრია. ნეტა რას ფიქრობს დიდი დავითი, ანდაც პირველი მეფე თამარი, რა დროს ინახეს ჩვენი ქვეყანა, რა დროს არწიეს ჩვენი აკვანი. და ახლა მათგან სიმწრით მოტანილს განა მტერი ჭამს ვინმე გარედან? ისევ ქართველი ჩვენი სისხლისა ქარივით გვაცლის არემარედან. ფარნავაზმა სისხლით წერა ანბანი, შოთამ დაწერა ტყავი ვეფხისა, ექვთიმემ როგორ შემოგვინახა ძველი ისტორია ჩვენი მეფისა. ვიყავით წილხვედრი დიდი ქვეყანა და ჩამოვიდნენ ქრისტეს შვილები, სვიმონი, მათატა და დიდი ანდრია, სწავლით გაგვიხსნეს შეკრული კბილები. მათ ვამჯობინეთ კერპი არმაზის, შანსი მოგვეცა წმინდა ნინოთი, ჩვენ რომ გვეგონა დიდი არმაზი, ამიტომ მწარე ცრემლით ვტიროდით. მეორედ შანსი გამოვიყენეთ, მხოლოდ კი მაშინ, როცა ვიხილეთ, თუ გადაგვარჩენ, მაშინ ვიწამებთ, მაგრამ სწორ მხარეს მაინც ვიყივლეთ. და ასე გავხდით ქრისტიანები, ჯვრით მოვიცილეთ მტერი ყოველი, ვიყავით სწორი, როგორც მართალი, თუმცა ის სჩადის, რომ არ მოველით. ერთმანეთს ვჭამთ, როგორც ნადირი, სიტყვად შემოგვრჩა საძღეგრძელოა, ჩააგდოს ვინმემ ერთი მანდილი, სანამ ამისთვის დრო დაგვრჩენია. ვისგანაც ვსწავლობთ, ისიც გვატყუებს, და ვისაც ვუმხელთ, ისიც გაგვირბის, ვერ გავექეცით ამ ჩვენ მარყუჟებს, ზემოდან ღმერთი კიდევ დაგვტირის. მაგრამ ერთი გვაქ კიდე გულებში ნათელი ჩვენი დიდი იმედი, და სიყვარული ღვთიურ სულებში, ოდესმე ვიტყვით, მაინც შევძელით. ერთი ნაბიჯი კმარა ყოველთვის, ერთი სიკეთით ვიწყებთ ცხოვრებას, ერთი სიტყვითაც ვშველით ჩვენიანს, ერთით ვიპოვით ჩვენ ამ ცხონებას. ახლა კი ვრჩები ამ ისტორიას, ბევრი გამომრჩა, როგორც ყოველთვის, თუმცა კი სათქმელს მაინც გეტყოდით, მე ამ სიყვარულს მეტს არ მოველი. გახედე გვერდით ანატირებსა და გაუწოდე ხელი ძმობისა, მერე კი ისიც შენვე მოგბაძავს, ასე დავიწყებთ სწორის ქსოვასა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი