ათას შვიდასი წელი გასულა
ათას შვიდასი წლის წინათ მოხდა, ნადირობის დროს დაუდგა ბნელი, შესთხოვდა იგი საკუთარ ღმერთებს, რომ მოევლინათ მისთვის ნათელი. ვერ დაეხმარა ვერცერთი კერპი, მაშინ მოიხმო მან ნინოს ღმერთი, ამბობენ რომ ხარ შენ ერთადერთი, სათხოვარი მაქვს მე შენთან ერთი. აღარ დასჭირდა მას თხოვნა ბევრი, მინავლდა ბნელი, დადგა ნათელი, აღსრულდა თქვა და გულით იწამა, უფლის ჯვარი და უფლის სანთელი. და მთელმა ერმა მიიღო რწმენა, დღეს სამყაროა ამის მნახველი, ამ რწმენისათვის აგვითვალწუნეს, დასთმეთ თუ არა, გელით სასჯელი. მეტეხს და გარეჯს თავები ჰკვეთეს, მათ არ უარყვეს ღმერთის სახელი, მტკვარი მთლიანად სისხლით შეღებეს, სწორედ ამით თქვეს თავის სათქმელი. რწმენის გულისთვის როგორ აწამეს, სუყველას გვახსოვს ქალი ქართველი, თუმც მცდარი ფიქრი არ დასცდენია, რადგან უფალი ყავდა მფარველი. ათას შვიდასი წლის წინათ მოხდა, ვაგდეთ კერპების რწმენა მტანჯველი, უფლის ხორცია დღეს პური ჩვენი, და სისხლი ღმერთის არის სასმელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი