გახსოვს წარსული, გაქვს მომავალი
ვერ დავიბრალებ მე პოეტობას, არც მაქვს დღეს ამის მე ამბიცია, თუმცა მახარებს, რომ გაგვაჩნია ქართული სული და ტრადიცია. მათ, რომ იხსენებ, როგორც ფიალა ლალისფერ ღვინით, ისე ივსები; არ დავივიწყოთ, მუდამ გვახსოვდეს, ვადიდოთ ჩვენი მყარი ფესვები. არავინ არ სთქვას, უკეთესი გვყავს, და არ მოგვიყვნენ ახლა ზღაპრები; ხომ კარგად ვიცით ეს ქართველებმა როგორი გვყავდა ჩვენ წინაპრები. სიცოცხლე დათმეს ღირსებისათვის, არ აშინებდათ მტერთან ომები; მათი მადლია დღეს, რომ არავართ სხვისი ყმები და სხვისი მონები. რწმენა არ დასთმეს სიკვდილის შიშით, არ გახდნენ უფლის გმობით ცოდვილნი; სამშობლოსათვის სისხლი დაღვარეს და არ დაიდეს მათ მტრის ბორკილი. მათი სიცოცხლე, სისხლი დაღვრილი, მკვდარიც ვერ ნახეს, აბჯარ გახდილი; გვახსოვს დიდგორი, ყველას ნამდვილი შემოალეწეს მტერს ფარ-მახვილი. ხმალი ქართული დაატრიალეს, ბრძოლაში მტერი გაატიალეს, დროშა ქართული ააფრიალეს, დედა სამშობლო გაამთლიანეს. მათი გმირობა ჩვენ ყველას გვახსოვს, მათი ტკივილი ცრემლებად გვათოვს; მათი სიცოცხლე ბევრ რამეს ამბობს, მათი მადლია დღეს მზე, რომ გვათბობს. ჩაასხით ქრისტეს სისხლი თასებში, წინაპარს ვხედავ ყველა ქართველში; თქვენ, რომ გიყურებთ ახლა თვალებში, მწამს, მათი სისხლი გიდუღთ ძარღვებში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი