პატრიარქს2
დაობლდა ერი დაქვრივდა ტაძარი. სამების სამრეკლოს მოედო ხანძარი. იყავი ცოცხალი წმინდანთა მაგვარი. როგორ შესძელი ცხოვრება ამგვარი. დაღლილმა შესძელი მძიმე ჯვრის ტარება. რითაც დაგვიმკვიდრე შვილებს ნეტარება. ერისთვის შეძელი სიცოცხლის მომატება. რით გავიადვილოთ გვითხარ მონატრება. მძიმე ჯვრის ტარებით იყავი წელმოხრილი. სიკეთის კეთებისას რწმენით ქედმოხრილი. ყველა ანგელოზი შენს წინ თავმოყრილი. უფლის სამსჯავროზე მიხვალ ვალმოხდილი. სიკვდილით დათრგუნე სიკვდილი მაგარი. ზეცას მიგაცილებს წმინდანთა მაყარი. გთხოვ გამოაფხიზლე ძირძველი ჭადარი. შენვე მოგვივლინე მაგ ტახტის სადარი. ბევრჯერ მწყურვალისთვის წყალი მიგიწვდია. ღვაწლი და სიცოცხლე ერისთვის მიგიცია. სული კი ქრისტესთვის რწმენით მიგძღვნია. მარად სამყოფელში ღმერთმა მიგიწვია. არ მყოფნის სიტყვები რა უნდა დავწერო. დღეს შენი ღვაწლი მე როგორ აღვწერო. მრავალი ლექსის და ლოცვის დამწერო. ბრძენო და ჭკვიანო უბადლო ხატმწერო. შენი საქართველო მირონცხებულია. სიკვდილი სიცოცხლეს დამონებულია. აკურთხე ვინც შენგან გამორჩეულია. შენგან კურთხეული უფლის რჩეულია. დღეს ერის სიჩუმე რა დიდებულია. ქართველთა იმედი ამაღლებულია. უფლის ქმედება კვლავ საკვირველია. სამების სამრეკლო განათებულია. შენ ხომ უანგაროდ გიყვარდა საქართველო. ასეთი სიყვარულით უყვარხარ საქართველოს. კითხვაც დაისმება ღმერთთან რამიაქო. პასუხი იქნება გვიყვარხარ პატრიარქო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
4 კომენტარი
იყავი ცოცხალი წმინდანთა მაგვარი.
როგორ შესძელი ცხოვრება ამგვარი.
--------------------
ამგვარი,იმგვარი?ასეთი ისეთი,ამნაირი იმნაირი.....სასაცილოა
მძიმე ჯვრის ტარებით იყავი წელმოხრილი.
სიკეთის კეთებისას რწმენით ქედმოხრილი.
ყველა ანგელოზი შენს წინ თავმოყრილი.
უფლის სამსჯავროზე მიხვალ ვალმოხდილი.
--
წელმოხრილი,ქუდმოხრილი,ტანმოხრილი,წამოწეული გადაწეული ,შემოწეული ,ბრრრრ
არ მყოფნის სიტყვები რა უნდა დავწერო.
დღეს შენი ღვაწლი მე როგორ აღვწერო.
მრავალი ლექსის და ლოცვის დამწერო.
ბრძენო და ჭკვიანო უბადლო ხატმწერო.
--
აღვწერო დავწერო,დამწერო,ხატმწერო მოკლედ შენ და შენმა პატრიარქმა წეროს ვარ გადაუფრინეთ.
ვიღავამ წეროს ბუდს გადაუფრინა
აკურთხე ვინც შენგან გამორჩეულია.
შენგან კურთხეული უფლის რჩეულია.
-----
გამორჩეულია,რჩეულია,გადარჩეულია,შემორჩეულია,გარჩეულია,დარჩეულია-ამას ჰგონია, ზმნას ზმნისწინს თუ შეუცვლის დიდი პოეტია