თუ ტყუილს ვამბობ


რაც არ გინახავს, იმას ვერ ახსნი
არ გაგვაჩნია ხალხს სიბრალული.
როცა ედემის ბაღი დავკარგეთ,
იქვე დავტოვეთ ჩვენ სიყვარული.

ხომ ვუარყავით უფლის სიტყვები?
ჩვენ თავს დავადეთ ჩვენით სასჯელი.
რად განვადიდეთ იქ ჯოჯოხეთში?
ჩვენ კაცთა მოდგმის სულის დამსჯელი.

არ გინდათ ეხლა ჩემი დამოძღვრა.
მაშინ რას ნიშნავს ერთობა ძმობა,
რომ არ არსებობს დედამიწაზე,
მიტომ ვერ ახსნა ვინმემ ეს გრძნობა.

მე მხოლოდ ფაქტი მალაპარაკებს.
ეშმაკს უჭირავს ჩვენი საბელი.
და თუ ვტყუივარ, მაშინ მითხარით,
კაენმა რისთვის მოკლა აბელი?

ახლა იტყვიან, რა იცის ამან.
ვიცი, განმსჯიან: არა აქვს ცოდნა.
ადამიანო ძმის მკვლელი გქვია.
ამიტომ გაწევს ამდენი ცოდვა.

თვალთმაქცობაა კაცთა ხელობა.
აღარაფერი არ შეგვრჩა ძმური.
ვამტკიცებთ თითქოს სიყვარული გვაქვს,
ამ დროს კი გვახრჩობს ბოღმა და შური.

უნდოდა ცოდვა შეენდო უფალს,
ფეხი დაადგა ცოდვილ მიწაზე.
არ მოუსმინეთ იქით გავლანძღეთ,
და ვიცინოდით ჩვენ მის წირვაზე.

სამართალი თუ მართავს სამყაროს?
როგორ უპყრიათ საჭე სულ მტყუვნებს?
თუ სიყვარული არსებობს ქვეყნად?
რატომ ჩაგრავენ ძლიერნი სუსტებს?

დღეს ვეღარავის ვერ ამოიცნობ.
ნიღბები ფარავს სახეებს ცბიერს.
სიყვარულიო ხმამაღლა ვამბობთ,
არა არ ვწყალობთ ქუჩაში მშიერს.

შეგვინდე ღმერთო ცოდვანი ჩვენი,
გავბედეთ შენზე ვიყარეთ ჯავრი.
ჩვენი ცოდვების გამოსასყიდათ,
რომ გათრევინეთ გოლგოთას ჯვარი.

მოგვეცი შანსი შენს შვილებს ერთი,
გამოიჩინე გთხოვ სიბრალული.
შენ გთხოვ უფალო რომ დააბრუნო,
დედამიწაზე კვლავ სიყვარული.

უშენოდ ამას ჩემით ვერ შევძლებ,
ძალა არ შემწევს საბელი გავხსნა.
გთხოვ დამაბრუნე მე ისევ შენში,
რომ სიყვარულის მე შევძლო ახსნა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი