მე საქართველო მქვია
წარსული ჩემი ღრმაა, მაქვს დიდი ისტორია, და თუ არ იცით, გეტყვით ღვინის სამშობლო მქვია. ამ მიწისთვის ქართველს ზღვა სისხლი დაუღვრია, ყველამ გაიგოს ქვეყნად კვლავ მეომარი მქვია. ჩემი ციხე თუ ქალაქი მტერს ბევრჯერ აუღია, სისხლით ვიცავდი მუდამ თავისუფლება მქვია. ათას ურჯულოს ბევრჯერ სურდა, ვერ დაუპყრია, ამაყად ვეტყვი ყველას მე გამარჯვება მქვია. წარსულში ნაიარევი, ბევრი ჭრილობა მტკივა, სცადეს, თუმცა ვერ მომკლეს მე უკვდავება მქვია. ქართულ მიწაზე ტაძრებს ღვთის შუქი მოჰფენია, მსურს რომ იცოდეს ყველამ ღვთისმშობლის მიწა მქვია. ბევრჯერ მტერმა თუ მოყვარემ გულში მესროლა ტყვია, მაგრამ ყოველთვის აღვსდექი მე საქართველო მქვია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი