სანამ მოვკვდებით


შენით არ ირჩევ ამ ქვეყნად მოსვლას,
ჩვენ ვიბადებით უფლის განგებით;
მაგრამ ცხოვრების გასავლელი გზა
უნდა ვაშენოთ ჩვენ ჩვენი ნებით.

ვინ იცის, როგორ მოვალთ ამ ქვეყნად,
ტკივილით, დარდით თუ დიდი ბედით;
უაზრო ფიქრში ვფლანგავთ სიცოცხლეს,
ცხოვრება ჩუმად გაგვივლის გვერდით.

მთელი სიცოცხლე ვიბრძვით და ვომობთ,
ზოგჯერ ვიმარჯვებთ, ხშირად ვნებდებით;
სიცოცხლის მთავარ დანიშნულებას
მაშინ შევიგრძნობთ, როცა ვბერდებით.

ალბათ, რამდენჯერ გაგვახსენდება,
გარშემორტყმული ვიყავით მტრებით;
უნდა დავფიქრდეთ მთელი ცხოვრება,
როგორ ვიარეთ, ანდა რა გზებით.

წაგვიყვანს ფიქრი ღრმა ბავშვობაში,
ამოვისუნთქებთ იქ ყოფნით შვებით;
მერე სარკეში ჩვენს თავს ვერ ვიცნობთ
კაცი რომ გვიმზერს ჭაღარა თმებით.

კვლავ დაფიქრდები, როგორ იცხოვრე,
წელში მოხრილი, დაღლილი წლებით;
ხმამაღლა უნდა ვუთხრათ ერთმანეთს:
„მე შენ მიყვარხარ, სანამ მოვკვდებით!“

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი