ჩვენს საქართველოს სანატრელს


ჩვენს საქართველოს სანატრელს,
ღმერთი ყოველთვის წყალობდეს,
ისეთ მომავალს ვუსურვებ —
ჩიტიც ქართულად გალობდეს.

გახედეთ ამ მთებს დიდებულს,
ზამთრის მოჰყვებათ ნამქერი,
ჩემს სამშობლოში ნამდვილად
ქართულად მღერის ჩანჩქერი.

აქ სილამაზეს შეიგრძნობ,
მთები როდესაც ნისლშია,
ღირსების დაცვა ოდითგან
ქართველი კაცის სისხლშია.

ვერა სხვაგან ვერ იხილავთ,
მთები ცას ეფერებოდნენ,
ღმერთო, გვიმრავლე დედები,
ჩვილს იავნანას მღეროდნენ.

ქართველი კაცის მარჯვენით
ბაღ-ვენახები მრავლობდეს,
ქვევრში ნაწური მტევნები
ბულბულის ენით გალობდეს.

მიდის ცხოვრება, მიგორავს,
ტრიალებს ბედის ბორბალი,
ქართული არის ნამდვილად
დღეს უძველესი ხორბალი.

ღმერთო, ქართველ ერს მიეცი
ჯანმრთელობა და მშვიდობა,
მოშუშებოდეს ქვეყანას
გულზე ნაჭდევი ჭრილობა.

ვაჟას ვახსენებ მე კრძალვით,
ბუნების მეფეს და მგოსანს,
ათას ენაზე თარგმნინა
დღეს შოთას ვეფხისტყაოსანს.

ქართულო მრავალხმიანო,
ქორწილს ახარებ, მაყრულო,
დიახ, მეთქმის და კი ვამბობ,
კოსმოსს აბრუებს ჩაკრულო.

ტაო-კლარჯეთში შეხვდებით
ტაძრებს ქართულად აგებულს,
რწმენისთვის სხვაგან სად ნახავ
დედა დედოფალს წამებულს.

დიახ, ეს საქართველოა —
ღვინის სამშობლო, აკვანი;
ერთი კიარა, სამი გვაქვს
ჩვენით შექმნილი ანბანი.

დროშა მან ძირს არ დაუშვა,
ცხრა ძმამ რომ სული დალია;
ცხრა გმირის დედა, აღმზრდელი,
სწორედ ქართველი ქალია.

ვეფხი და მოყმის ამბავი
ქართველის გალექსილია,
მეფე ერეკლეს მახვილი
სულ მუდამ ალესილია.

ლექსს ისე ვერ დავამთავრებ,
რომ არ ვახსენო გმირები;
ღმერთო, აცხოვნე ზეცაში
ერს შეწირული შვილები.

დღესაც აცვიათ აბჯარი
წინაპართ სულებს ტანზედა,
სამშობლო, როგორც უფალი,
ერთია ქვეყანაზედა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი