ქართველის სიტყვა


ერთი თხოვნა მაქვს სუყველასთან სამარადისოდ,
ნუ შეეხებით ჩემს სამშობლოს ცუდი სიტყვებით.
დიახ, სამშობლო ქართველისთვის დედის ტოლია,
ვინც აგვიტირებს, არ ვპატიობთ ამას გპირდებით.

ნუ შეეხებით რწმენას ჩვენსას გამოცდილს დროში,
წმინდა გიორგი მიგვიძღვოდა ყველა ჩვენს ომში.
დაბუდებული, ჭეშმარიტი რწმენა გვაქვს სულში,
და მისი დაცვა წინაპართაგან მოგვყვება სისხლში.

თუ შემიგინებ მამა-პაპის ანბანს დიდებულს,
და პატივს არ სცემ ენას ქართულს, ვეფხისტყაოსანს,
გულით გპირდები — მე არ მინდა, მაგრამ იხილავ
შენი სიკვდილით გაწამებულ დედას შაოსანს.

თუ კი გაბედეთ და შეურაწყვეთ ქართველი ქალი,
მაშინ მოგიწევთ მკერდში იგრძნოთ ჩვენი მახვილი,
რადგან ფიცი გვაქვს დადებული უფლის წინაშე,
სისხლის ფასადაც რომ დავიცვათ ქალის მანდილი.

ვინც შემილახავს სიწმინდეებს ნახსენებს ყველას,
არ მინდა, მაგრამ თუმც მომიწევს მე მათი დასჯა,
და ამის შემდეგ მიმინდია მე უფლისათვის —
დამნაშავე ვარ თუ მართალი, მე ამის განსჯა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი