ვის შეუძლია რწმენისთვის
ვის შეუძლია რწმენისთვის სიკვდილის რიგში ჩადგომა, რწმენის გამოცვლას ერჩივნა ქართველს უფალთან წარდგომა. კი არ გვიხილავს, თუმცა გვწამს უფალი ღმერთის აღდგომა; ხშირად რწმენისთვის გვიწევდა მტერთან პირისპირ დადგომა. რწმენა ვერ დაათმობინეს სიკვდილის შიშით შუშანიკს; რწმენისთვის თავდადებული სიკეთეს ღმერთთან მოიმკის. დედა დედოფლის სიმტკიცემ შაჰს სულ დაუხშო გონება; რწმენისთვის ისე აწამა, ყურს რომ არ გაეგონება. უთხრა: სხეული შენია, სული არ დაგემონება; შენი სასჯელით მივიღე მაღლა, ზეცაში ცხონება. აღდგომის ღამის წირვისას იყო ურჯულოთ თარეში; რწმენისთვის თავი მოჰკვეთეს ექვსიათას ბერს გარეჯში. ყოველთვის მახსოვს წარსული, ჩემს სულში ეხლაც ნისლია; მტკვარში ეხლაც კი დუდუნებს ღვთისთვის დაღვრილი სისხლია. ურჯულოს რწმენის მიღებას ბევრმა სიკვდილი არჩია; საფიქრალი გვაქვს ნამდვილად: ღმერთმა რად გამოგვარჩია? ცოტა ჩვენც უნდა დავფიქრდეთ, რწმენისთვის გვქონდეს მზაობა; უფალს შევთხოვოთ, დალოცოს ქართველის ყველა თაობა. ეს საქართველო იცოცხლებს, სანამ ღმერთი გვწამს, იქამდე. უბრალოდ ყველამ ვიფიქროთ: რამ მოგვიყვანა აქამდე?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი