ჟამთააღმწერელი დამწერლობა
ორიათასის წლისა ხარ და კიდევ ცოტა მეტის. მართალი ბრძანა ილიამ, შენ საუნჯე ხარ ერის; ნაკარნახევი ზეციდან, წმინდა უფალი ღმერთის, დაწერილი ხარ ხელებით დიდი ფარნავაზ მეფის. ქვეყნად არ არის სიტყვა გამოუთქმელი შენთვის. ყოველი შენი ასო ყურს ღმერთის ლოცვად ესმის. ბევრი ვერ არის შემქმნელი, სამის კი არა ერთის. აი, იას რომ ვსწავლობთ, სიმღერად გვესმის დედის. შენი ყოველი ბგერა ქართულს საოცრად შვენის. შემოინახე ქართველთა შენ ისტორია ჩვენთვის. შოთას ლაზათი მიეცი „ვეფხისტყაოსნის“ წერის, გალაკტიონის გედიც შენი წყალობით მღერის. შენით არის, რომ დღესაც მოყმეს დედაი სტირის შთაგონებული უფლის, შენით ლოცვებად ისმის. მე სათანადო სიტყვების შენთვის დაწერა მიჭირს, ეს სტრიქონები ვფიქრობ მაინც ლამაზად ისმის. განაჩენ გამომტანელი მოღალატის და ფლიდის, შენ არ პატიობ არვის, ვინც რომ სამშობლოს ყიდის. მქადაგებელო მუდამ სიმართლისა და სიბრძნის, ჟამთაღმწერელი შენ ხარ ერს შეწირული გმირის. სადიდებელი უფლის დღესაც ამშვენებს ხერთვისს. შენ უამრავის მნახველო, მოყვასისა და მტრების, ვერა დაგაკლო ბოღმამ და ქარტეხილმა წლების, ჩვენი ანბანი გქვია, ამბის მთხრობელო ბევრის.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი