როგორც მას სურდა


ღმერთმა იშრომა
ჩვენი გულისთვის,
ამ ქვეყნად შეგვქმნა
სიყვარულისთვის.

მერე ამაღლდა
ცაში უფალი
და ნება მოგვცა
თავისუფალი.

მან დაგვიტოვა
სამყარო ვრცელი,
მკერდში გვაჩუქა
გულები წრფელი.

გვითხრა: ბოროტი
არ უნდა გაჩნდეს,
რომ, სიყვარული
წრფელი გადარჩეს.

ჩვენგან კი მხოლოდ
ერთი რამ სურდა
ვიცხოვროთ ისე,
როგორც მას უნდა.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი