დაფიქრება გვმართებს


ადამიანი დაბადებიდან
უფალმა შექმნა თავის-უფალი,
რომ გაიზრდება, ოქროს მოიხვეჭს,
უნდა, რომ იყოს ხელის-უფალი.

ძალას მოიკრებს, გადიდკაცდება,
მერე სურს გახდეს თავად-უფალი.
სულ ავიწყდება ამ დროს ზეციდან,
თუ როგორ უმზერს წმინდა-უფალი.

ადამიანი ზნეს რომ დაკარგავს,
მერე ის ხდება ჭირის-უფალი.
თუ ბოროტების გზას დავადგებით,
ზეცაში წუხს და ტირის-უფალი.

გვინდა თუ არა, ამას არ გვკითხავს,
გამოგვიგზავნის მიქელ-გაბრიელს.
მის სამსჯავროზე ვერვინ დაგვიცავს,
თუ წარგვადგენენ სულით ცარიელს.

ამ ქვეყნად უნდა ისე ვიცხოვროთ,
ვიწვოდეთ სხვაზე ფიქრით და დარდით.
ზეცაში როცა გადავინაცვლებთ,
უფალთან წარვდგეთ სიკეთით, მადლით.

ალბათ მიმიხვდით, რაზეც ვსაუბრობ:
იქ სიკეთე გვაქვს სულ წასაღები,
რათა უფალმა მისი სამყოფის
სამოთხის მოგვცეს ჩვენ გასაღები.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი