„უფლის ქმნილება“


მოიწყინა ადამმა და
ქვეყნად შექმნა ღმერთმა ქალი
საოცარი სილამაზის,
იყო ნაზი და ფერმკრთალი.

ცოტა მორცხვი, თუმცა ტანით
მოხდენილი ვით კლდე-სალი,
ღმერთმა ქალებს უსახსოვრა
ენა მჭრელი, როგორც ხმალი.

იმ საღამოს ადამის გულს
წვავდა უკვე ცეცხლის ალი,
სურნელებით მოხიბლული,
ერთიანად იყო მთვრალი.

ქვეყნად ქალი რომ შეიქმნა,
უფლისა გვაქვს კაცებს ვალი,
თუმცა მანვე გაგვაფრთხილა
არ გაგექცეთ სხვისკენ თვალი.

დახვეწილი, მოხდენილი,
ქალი არის ვერცხლის წყალი,
მისი სითბო კაცის გულში
არის ზეცის ნაპერწკალი.

ქალი თუ კი განაწყენდა
ვაი მაშინ კაცის ბრალი,
და თუ გულით შეგიყვარა,
არ იშლება მისი კვალი.

ჰოდა, ქალის გულის ტკენა
არ გამოვა მთლად მართალი,
რადგან ქალის შემქმნელია
ქვეყანაზე თვით უფალი.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი