ქართული სული
ვის რა აქვს ჩვენზე მეტი, აბა, მითხარით ერთი, არვისზე ნაკლები არ ვართ, დამეფიცება ღმერთი. ქართული სული არის ბევრისთვის მისტერია, თითქმის არ იცის ვინმემ დღეს მისი ისტორია. ვისზე ნაკლები არის ჩვენი ქცევა და კულტურა, არ გაამდიდრა შოთამ მსოფლიო ლიტერატურა? კოსმოსში ისმის ჩაკრულო, ამის ბევრს არ აქვს შანსი, სხვისას რად ვეპოტინებით, ჩვენსას დავადოთ ფასი. წარსული გვაძლევს ძალას, მივყვეთ წინაპართ კვალს, თუ შენსას ვერ დააფასებ, ვერ შეიყვარებ სხვას.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი