წესებით ცხოვრებაა ძნელი,
უღმერთოდ ცხოვრება ადვილია, ღმერთთან ცხოვრებაა ძნელი, თუმცა უღმერთოდ ცხოვრებით თვალებზე გეღვრება ცრემლი. ბოროტის კეთება ადვილია, სიკეთის კეთებაა ძნელი, მაგრამ სიკეთის კეთებით სული შეგრჩება მთელი. მიწაზე ცხოვრება ადვილია, ზეცაში მოხვედრაა ძნელი, გწამდეს ზეცაში მოხვედრით გაგინათდება ბნელი. ურწმუნოდ ცხოვრება ადვილია, რწმენით ცხოვრებაა ძნელი, გჯეროდეს რწმენით ცხოვრებით მოგემართება ხელი. შურისძიება ადვილია, პატიებაა ძნელი, ვინც პატიება შეძლო, ანგელოზი ჰყავს მცველი. უწესოდ ცხოვრება ადვილია, წესებით ცხოვრებაა ძნელი, ვინც რომ წესებით იცხოვრა, დაფასება აქვს წრფელი. სხვისი განკითხვა ადვილია, შენივე თავის — ძნელი, სხვისი განკითხვით, იცოდე, არ ხარ სიკეთის მქმნელი. დღეს ტყუილის თქმა ადვილია, სიმართლის თქმაა ძნელი, ერთი პატარა სიმართლით იცოდე, ბევრ კაცს შველი. სიძულვილი ხომ ადვილია, სიყვარულია ძნელი, უღმერთოდ ცხოვრება ხანმოკლეა, ღმერთთან ცხოვრებაა ვრცელი.
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
0 კომენტარი