“დაკარგული”
მთები მიცნობენ — როგორც დაკარგულ სახელს, გადავბარდი მთებს, გზად აღარავინ მახსოვს, მხოლოდ კლდეებმა მითხრეს გულწრფელად ერთხელ: “ვერავინ აგიშენებს იმედს თუ შიგნით ჩამოინგრიე” აქ ქარები არავის ეძებენ, ისინიც კი, ვინც მიყვარდა ფესვებივით არ შემომრჩნენ, მთებმა მითხრეს: ძლიერი უნდა იყოო მუდამ, არადა შიგნით სულ ქვად ვიქეცი ფიქრად, ჩემს აჩრდილებს ვეჯიბრები ანდაც სადამდე გავსტან, და თუკი ტკივილი მძიმეა, ცხოვრებამაინც გზას გიჩენს მთები გისმენენ — შენს მდუმარებაშია მათი სიმღერა, და ქარიც, რომელიც აღარ ბრუნდებოდა, ერთ დღეს ისევ მოგადგება სახედ, შეგახსენებს ქვის გულიც აყვავდება, თუკი რწმენას იქონიებ…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი