“როცა თვალებს დავხუჭავთ”
რა სევდიანია, როცა ერთხელ გეძლევა სუნთქვა, ერთხელ გეძლევა არსებობა, და როცა წახვალ შენს მსგავს, ვეღარ მოავლენს სამყარო, შენს ადგილს ვერავინ დაიკავებს, ვერავინ განმეორდება შენში, და ვერც სხვაში განმეორდება შენივე თავი, და მაინც რა არს ცხოვრება, თუ ვცხოვრობთ, რატომ მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ მოგვეცეს ეს სუნთქვა, ან თუ არს ამ სამყაროს მიღმა, სხვა მიწა, სხვა ჰაერი, აქ რაღა გვინდოდა?, რომ გაგვიტაცოს სურვილმა წასულებს, უკან დაბრუნებისა?, ვინატრებთ ნუთუ მიწის ნოყიერებას, წყლის სიგრილეს, ჰაერის სურნელს, წვიმის სურნელს, გაზაფხულის გამოცოცხლებას, შემოდგომის ფოთოლცვენასა, თუ ზამთრის სუსხიან სიცივეს?, როცა თვალნი უკანასკნელად დაიხუჭებიან, სადღა გავახელთ მათ?, სად ვიქნებით?, და როოგორები?, შეგვრჩება მეხსიერებად აქაური სიხარული?, გაიხსენებენ კი, ნასესხებ დროში დარჩენილნი ჩვენს სახეებს?, ჩვენს სიტყვებს?, ჩვენს ნაბიჯებს?, წლების მერე მოიგონებენ, ჩვენ ცხოვრებას?, შევხვდებით ნუთუ დაკარგულებს, თუ მხოლოდ მონატრების სევდა დაგვხვდება?, განა ჩვენივე თავებს არ დავიტირებთ, როცა მიწიერ გზას ჩამოვცილდებით, და თუ შიში დაგვეუფლება როგორ შეგვხვდებიან იქ, სულთა სამყაროში, გაგვიადვილდება თვალებში ჩახედვა, მათთვის, ვინც სიცოცხლეშივე დავივიწყეთ?, ან ღმერთს როგორ შევხვდებით, როცა ცოდვანი წარსულისანი, წიგნივით გადაიშლება ჩვენს წინ, შეგვაშინებს ჩვენსავე ცოდვათა სარკე?, ან რას გვეტყვის ღმერთი? თუკი მონატრებას შეგვამჩნევს? გაგვიჭირდება ნუთუ ყველაფრის დატოვება, რაც აქ გაგვაჩნდა, ადამიანები, სიყვარული, ღიმილები, მოგონებები, ახდენილი ოცნებები, ანდაც აუხდენელი, თუ სულის გათავისუფლების ჟამს, ყველაფერი მეორე ხარისხოვანი გახდება ჩვენთვის? და დედამიწისკენ აღარ გამოვიხედებით?, თუმცა ჩვენთვის იქნება ხელმეორედ დაბადება, ახლობლებისთვის, კი სიცოცხლეშივე სიკვდილი… რამდენი კითხვააა მაქვს ღმერთო, და რა მცირეა პასუხები……
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი