“ჩემს სოფელში”
ჩემს სოფელში ახლა, მხოლოდ ნანგრევებია, ჩემი სოფელი ახლა ვეღარც კვდება ვეღარც გზას ნახულობს გასაცოცხლებლად, და მთის იქით ისმის ხმა “სიცოცხლის” ჩემი სოფელი კი მდუმარებაში კვდება, ჩემი სოფელი ახლა დავიწყებულ ადამიანების სამყოფელია, ნანგრევებთან ერთად იშლება და დროება ჭამს სამყოფელს, ჩემს სოფელს ახლა “ნასოფლარს” ეძახიან, ჩემს სოფელში ახლა ადამიანებზე მეტნი მოგონებები ცხოვრობენ, ჩემს სოფლის წინ სალოცავია, სალოცავი, რომელიც ათას ჩამწვარ სანთლის ბოლოებს ინახავს, ჩემს სოფელში ახლა იმ ადამიანების კვალიც აღარ მოსჩანს, ვინც ერთ დროს სალოცავთან სანთელს ანთებდა, ჩემს სოფელს ახლა ნასოფლარს ეძახიან, ჩემს სოფელში ახლა ხალხზე მეტნი ჩემი მოგონებები ცხოვრობენ…….
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი