“ფანჯარა საიდანაც აღარ იყურებიან”
ფანჯარა საიდანაც აღარ იყურებიან, სახლი საიდანაც, მხოლოდ მოგონებები ცოცხლობენ, ეზო საიდანაც, ერთ დროს ბავშვების ტირილი, ხანაც სიცილი ისმოდა, ნაკვეთში საიდანაც ერთ დროს ბებო-პაპები, ბოსტანში მოსავალს იღებდნენ, და იქვე მდგარ ალუჩის ხეს, ბალღები ეპარებოდნენ, სახლის წინ მდგარი სკამი, სადაც ერთ დროს ბავშვების თავშეყრის ადგილს, უწოდებდნენ, მერეკი დაიშალნენ, გაქრნენ, ბებო-პაპებმა ფანჯრები დახურეს, “დაზამთრდაო” და მერე წავიდნენ, მერე ბავშვებიც, გაიზარდნენ, უკვე ჩუმად ტიროდნენ, და იშვიათად იღიმოდნენ, მერე იმ სახლის ბოსტანიც, ჭიამ შეჭამა, ის ალუჩის ხეც, ერთ დროს ჩვენრომ ძალიან გვიყვარდა, აღარც არავინ ეპარებოდა ჩუმი ნაბიჯებით, ის სახლის წინ მდგარი სკამიც, დალპა, დაუკარგა სიმაგრე ათასმა ნაწვიმარმა, მერეკი გადააგდეს, მოიშორეს!, სახლში ახლა მხოლოდ მოგონებები ცხოვრობენ!….
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი