“ემიგრანტს”
რახდება ემიგრანტ დედის გულში როდესაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებისგან ათასობით კილომეტრის მოშორებით სუნთქავს და არსებობს რას გრძნობს როდესაც შვილი ზარზე არ პასუხობს რას გრძნობს როდესაც შვილი ავად ჰყავს რას გრძნობს დედა როცა შვილს ცუდი დღე ჰქონდა რას გრძნობს როცა შვილის ხმა მთელი დღე არ სმენია რას გრძნობს როდესაც შვილის დაძახებული დეე მოენატრება რა ხდება დედის გულში როდესაც შვილი ეუხეშება? რას გრძნობს როცა შვილის ჩახუტება ან მოფერება მოენატრება რამდენ სევდას დატარებს დედის გული ანვინ იცის შვილის მონატრებაზე რამდენჯერ უტირია ჩუმად რამდენჯერ ათვალიერებდა შვილის ფოტოებს და მწუხარებით სავსე შვილის მაგივრად ფოტოს ეხუტებოდა ვინ დაითვლის რამდენჯერ ღამეები თეთრად უთენებია შენს ლოდინში და შენს მესიჯს ელოდებოდა ანდაც რას გრძნობენ ემიგრანტ დედის შვილები როცა ცუდი დღე ექნებათ დედას დაუმალავენ როცა რამეს იტკენენ დედას დაუმალავენ როცა ცრემლი მოადგებათ თვალზე დედას დაუმალავენ როცა ცხოვრება მიწაზე დანარცხებს დედას ამასაც დაუმალავენ როცა გაცივდებიან და ცივი ნიავი დაუბერავს დედის შეხსენების გარეშე ჩაიცმევენ როცა გული აუფორიაქდებათ თავიანთ თავებს თვითონვე დაიმშვიდებენ მერე გამოჩნდება ვიღაც იტყვის ყველაფერი მიჩვევააა ემიგრანტ დედის შვილობაც და ემიგრანტი დედობაცო შენ გაგეღიმება გაყინულ თვალებით შეხედავ წყნარად გაუღიმებ და გაჩუმდები არ აუხნი ვერც აუხსნი შენს სევდას წლებიც გაიფანტება შენ იზრდები თვალები ზამთარივით ცივი ხდება და სწავლობ მოთმინებას ლოდინს სწავლობ სწავლობ სიჩუმეს სწავლობ დამოუკიდებლად ნაბიჯების გადადგმას სწავლობ ცხოვრებას და არსებობ ოცნებასთან ერთად ოცნებას რომელსაც დედის ნახვა ჰქვია და ამ ოცნებაშიც ეს ერთი სიცოცხლე ილევა და ილევა შენ გაიზრდები უფრო დიდი, და ისიც არ იცი ამ ერთ ცხოვრებაში დედის ნახვის დღე მოგივა თუ არა..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი