***


მატყუარა ღიმილები შემომეჩვივნენ
ვეღარც გულში გავიზაფხულე
ცრემლებს თვალებზე ვიყინავ
და მიზამთრდებიან თვალზე ფერები

ვეღარც სიტყვები მპოულობენ 
ვეღარც მუზები მითევენ ღამეებს
ახლა სიზმრებში მპოულობენ პეპლები
მიყვებიან 3 დღიან სიცოცხლეზე

ვიღვიძებ,
აქ ინგრევიან სიყვარულები,
აქ ინგრევიან ადამიანები,
ნანგრევებში დაკარგულ თავებს ეძებენ

ვიძინებ, 
ახლა სიზმრებში პეპლებს ვუცდი,
რომ ერთად ვიფრინოთ სამყაროს მიღმა,
მაგრამ 4 დღეა გასული, 
ისინი სიზმრებშიც აღარ სჩანან…..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი