ღმერთო შენ კი ხარ, მაგრამ მე სად ვარ?


არ ვარ მზად, მაგრამ მეც წამიყვანე;
როცა ამ ხმაურს მიუზღავ ხურდას.
გზაში მრავალგზის წავიბორძიკებ,
ბევრჯერ მოვისვრი ტალახის გუნდას.

თუ ცენტრისგან შორს, რკალთან მიმდგარი
ნებამ მის იქით გადამარწიოს,
უკან მოხედვით სიცოცხლის სიომ,
კვლავ რადიუსზე გადმომაქციოს.

მე ასეთი ვარ... ღია კარს იქით,
ჩაკეტილ კარზე დავიწყებ კაკუნს
და აჩქარებით ღონემიხდილი,
ისევ ამ გზაზე დავიწყებ ჩანჩურს.

როდესაც შეკრებ მეც დამიბარე
სხვაგან სიცრუე მიყვირებს გულთან
და ხელცარიელს სასჯელად მეყოს
კედელთან დგომა, კარს აქეთ-ზღურბლთან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი