აი რაია?..


ფეხი წამოვკარ, დევეცი,
დავხედე აი რაია?!
„გადავაბრუნე შევხედე.
ქვაია აბა რაია?
თაროს შემოვდე,
კვერცხსა დებს,
ქათამია თუ რაია?
​გარეთ გავუშვი,
​ბალახს ძოვს,
ძროხაა?
... ​აბა რაია?“
ეს გამოცანა ხალხური,
შენთვის ვიპოვე,
კაია.
​მაგენით თუ გაერთობი
დაგცინებენ და ვაია.
​ისევ ისა სჯობს გაუშვა,
თავის გზაზედა,
მაია!
-მერ'ფი-

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი