ია, ია დაიკრიფე...


„ია, ია დაიკრიფე,
ლურჯთვალა და კოპწია“...
რვა მარტი და ორი მარტი 
ერთად მომილოცია.
  -მერ'ფი-
P.S.
ეს სტუდენტობის პერიოდში დავუწერე დედაჩემს, 2 მარტს არის მისი დაბადების დღე.  და წერილი ფოსტით გამოვუგზავნე თბილისიდან. მისამართი დავაწერე: ლანჩხუთი, ქვემო შუხუთი, მედიკო ჭანკვეტაძის მეზობელს, მერი ტალახაძე ფირცხალაიშვილს 🙂 (მედიკო ჭანკვეტაძე ჩვენი კარის მეზობელი იყო, და თან ფოსტალიონად (კურიერი) მუშაობდა შუხუთის საფოსტო განყოფილებაში.   მიუვიდა დედაჩემს ეს წერილი და პასუხი მიმწერა და მისამართი დააწერა: თბილისი, მუხიანი. მილიციის თავზე , მეექვსე სართულზე ლეო მაჭავარიანის ოჯახს 🙂 და ეს წერილიც მოვიდა ადრესატამდე 🙂
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი