მსოფლიო ქალებს


მსოფლიო ქალებს! 
მათ ლამაზ თვალებს,
სალამი ჩემგან! 
პარიზის მოდა მიჰქროდა დროშით... 
ნაომი ქემბელს მოჰქონდა სუნთქვა, 
ახურებული ტროპიკულ მიწის... 
გეიშათ ალებს,
მათ მაგ დალალებს, 
სურვილი, ვნება. 
გატაცებული, აღმოსავლეთის 
ჟინი და ხოში, 
და ამ დროს
 სადღაც ჩაკარგული,
ჩემი ხოროში დნება... 
მსოფლიო სუნთქვა, 
გრძნებათა ნესტი, 
და დაბერილი ყლორტები ქარში. 
შემოაბიჯებს ევრო ორგია,
 გადავიწყებულ აზიურ კარში...
 მხურვალე ქალებს, 
მოლულულ თვალებს, 
სალამი დროში! 

 - მერფი -

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი