შენ მიმატოვე
შენ მიმატოვე იმ ღამეს (ბარტყი) (ბარტყი) იმ ღამეს მაგ თვალთა ელვა მშვიდი სამყარო უმალ აიმღვრა რა წამს დაიწყო ჩემს გულში ღელვა გაშმაგებული სიტყვები ცხარე ამონთხეული ვით მწველი ლავა ნისლი ჩამოწვა, ყრუ არემარე სიკვდილმისჯილი ბურუსად წავა გაბრუებული მე გავყურებდი სიცარიელეს როგორც ჰორიზონტს გაქცევა მწადდა, უმალ დავბერდი და დავემსგავსე სულელ დონ კიხოტს მე გაგიცრუე შენ იმედები და ჩავამტვრიე ჩვენს შორის ხიდი გულს მოეფინა ეკალ-ბარდები თურმე ვყოფილვარ ორგული ფლიდი მჯერა ტკივილი შენ მაპატიე და გაატანე ნავს დიდი აფრით უზომოდ ბევრი ღამე ვათიე მე ვერ ვპატიობ ჩემს თავს ვერაფრით როგორაც ზღვის დიდ ღელვაში ნავი ტალღების ქცევით, განგების წესად არც კი გაბედო რომ იგრძნო თავი, შეურაცხყოფილ ზღაპრის პრინცესად როცა ცოდვაში შევადგი ფეხი მომიახლოვდნენ სიკვდილის ბჭენი სინდისმა როგორც ელვა და მეხი სულს გადაუხსნა ცის კარიბჭენი ვგავარ დაგლეჯილს, ლომის თუ ვეფხვის ეს ჭრილობები გულს რომ ვნებია მკვდარს მაფენია ფოთლები ვერხვის და აჩრდილები ამდევნებია... მე თავს გაცოდებ? არამც და არამც არც სიამაყის არ არის ბრალი წარსულის ლანდი ყოვლად თვალწარმტაც ცეცხლად გიზგიზებს ვით მწველი ალი და ყოველ დილით კვლავ მეორდება სიზმრად ნანახი შენი ხატება მე შენზე ფიქრი არა მშორდება და შენში მიყვარს ყველა არსება არა არ ვნანობ მე შენს გაცნობას თუნდ დაგვიბრუნოს ზეცამ წარსული. ვერ დავივიწყებ ამ ძლიერ გრძნობას რომც ამომხადონ პირიდან სული. სხვა რომ შეეხოს შენს ბაგეს, მცირე არ გამიმხილო, მაქვს ამის ჟინი და გევედრები ტყვიით გამწირე როგორც დანტესმა დიდი პუშკინი შენ ამჯობინე ჩვენ ტრფობის უღელს უჩემოდ ყოფნა, თავისუფლება... ფსკერზე ჩაძირულს მიწვდიდი თბილ ხელს მე ვერ შევძელი შემოჭიდება უშენოდ განცდის უწყვეტი ზოლი ჩემს გულს ესობა შხამად ხის სარი მტრის წინააღმდეგ ძლიერ ნასროლი როგორც ჰექტორის შუბის ისარი ღამით მაწვება შავბნელი ბინდი მან გამიწყვიტა ნათელი ლენტა შევებრძოლები როგორც რაინდი ვერ შემაშინებს მალეფისენტა თუკი მოხდება როცა მე და შენ შემთხვევით გზაზე ერთად ჩავივლით გახსოვს? ვცურავდით ცაზე ერთად ჩვენ ნუ შემომხედავ ავად მწყრალივით ეს დროც ხომ დადგა და განვიკითხავ დამძიბულ სულს საკუთარ ცოდვებს ჩვენს ძველ სიყვარულს რამ საძრახისი მინდა იცოდე, არა არ მოსდევს და როცა ჩემი ეს მძიმე სევდა ღრმა სინანულში გაასკეცდება როგორც წარსულის დარჩება ელდა და შენს გაკიცხვას ვერვინ ეცდება. უცნობი დროით ხელებ-ფეხ შეკრულს ყოველ ღამ ვტირდი ვით მეფე ლირი ვერვინ დამიშლის მე შენ სიყვარულს გარდავისახე ვით კაფკას გმირი. მაშინ როდესაც დაბერავს ქარი დახუჭე თვალი, მითხარი ფერი ვით ვარდის ფერთა დიდი ლაშქარი შენა ხარ ჩემთვის სულ ყველა ფერი მე შევიყვარე შენში არსება ბავშვი თითქოსდა ცის ანგელოზი ქვეყნად ვერ ვპოვე მისი მსგავსება ვით იდუმალი ღვთის ავგაროზი გახსოვს ხომ ჩვენი თამაშობანი სირბილი კოცნა - "კუდა" და "აჩი" ვით სიყვარულის დიდი ანბანი შვილად მივიღე მე შენი დაჩი ეს რა დამმართე ბარტყი ძვირფასო ლექსების წერა დამაწყებინე ჩემი ცხოვრების განძო-ალმასო სულ ყველა ფერი დამაკარგვინე ნუ ფიქრობ შენგან არაფერს ვითხოვ დავაგემოვნებ შხამს ბროლის ჭიქით ბედნიერებას ღმერთს შენთვის შევთხოვ და გაგეცლები შორს ცხრა მთას იქით ზღაპრის დასასრულს ვით ტკბილი ჰანგი ეხლაც ჩამესმის ანაზდეულად მიყვარხარ მარწყვი... მე უფრო ბარტყი... და მე აღმოვჩნდი მარტო ეულად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი