არ გყვარებივარ


არ გყვარებივარ, როგორც დილას მზე
როგორაც ღამეს მთვარე ნათელი
და სიკვდილ მისჯილს როგორც სიცოცხლე
როგორც ფარვანას მწველი   სანთელი

რომ გყვარებოდი არ დამტოვებდი
როგორც სახლიდან გაგდებულ ძაღლსა
და პატიებას ჩემსას შეძლებდი
ბრაზს გაატანდი ანთებულ ალსა

 არ გყვარებივარ, როგორაც ირმებს
სექტემბრის თვეში ხმობით ყვირილი
და მაღლა მთებში მფრინავ არწივებს
ნავარდი თვისთა,  მზერით ყივილი

რომ გყვარებოდი შემისრულებდი
სიზმარში ნანახ თბილ ჩახუტებას
გაიღვიძებდი, ვეღარ გაძლებდი
და ვერ შეძლებდი ჩემს მიტოვებას

მე თუ მიყვარდი? იკითხავ ამას
თუმც საკითხავი ეს კი არ არის
მიყვარდი ძლიერ, ჩემს თავზე მეტად
ამაზე მეტი განა რა არის?

კი არ მიყვარდი, მე თქვენ მიყვარდით
შენი არსების მთელი სამყარო
 და უთქვენობის ამ დიდი დარდით
არ ძალმიძს სევდა გარეთ გავყარო

მე შენ მიყვარდი და ამ სიყვარულს
მე გადავმალავ ღარიბ სიტყვაში
არ ვიმსახურებ არვის სიბრალულს
არც შველას, ზღვიდან გამორიყვაში

მე შენ მიყვარდი, რადგანაც გული
ამ სიყვარულით კვლავაც სავსეა
თურმე ყოფილა ეს გრძნობა რთული
 და მტკივნეული,  მართლაც ასეა

მე შენ მიყვარდი და ამ სიყვარულს
აღსასრული კი არ ელის რადგან
სტრიქონებს გიძღვნი, გრძონების დასტურს
მელნით თაბახზე ამაყად დგანან

მიყვარხარ ძლიერ, ზეცამდე... მეტად
და მე არ გრძნობით არვის ვხლებივარ
მჯეროდა შენი ჩემს თავზე მეტად
და შენ კი თურმე არ გყვარებივარ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი