სიტყვა თვითონ წერს


სიტყვა თვითონ წერს, მე არ ვწერ სიტყვებს
 მე მას დავარქმევ ღამეულ ფიქრებს

 რომ იბადება გარეთ იძვრება
ვერ ჰპოვებს ბედს და სულში მიძვრება

ის მე მაწუხებს არ მაცდის მშვიდ ძილს
არ ესმის ჩემი როგორც ჯიუტ შვილს

არ მასვენებს და გულზე მაწვება
მსურს განვეშორო  შევიგრძნო შვება

მაიძულებს რომ ჩავწერო კალმით
უთანხმოება გვარდება  ამით.

ლექს  წერის ნიჭი ვიცი მე არ მაქვს
როგორც უჭკუოს ბრძენი არა ჰგავს

უფლის წინაშე ბრძენიც მუნჯია
სხვისთვის რაც ენა, ჩემთვის ფუნჯია

ფერები არის  რაც გულში ქროდა
 ერთადერთი  რაც ნამდვილად მქონდა

არ დამიფასეს ეს ჩემი ნიჭი
გულს ესობოდათ როგორც თითს ხიჭვი

 სიტყვებით მოგწერ არა "ფერებით"
 ბედისთვის ჩვენ არ შევეფერებით

მხოლოდ მცირე ხანს ჩემო მტანჯველო
 შენთვის ვიყავი მიქელანჯელო!

ოხ უკუღმარღო მტარვალო ბედო
ბედნიერების ასპიტო გველო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი