სევდის ქარავანი
მახსოვს მე შენი ბოლო სიტყვები ჩემი დანახვა არ გსურდა არა და სევდა როგორც ცრემლის ტყვიები მელანქოლიამ წამლეკა, კმარა... ახლა კი მეტად ვიცი და მესმის რომ ტყუილუბრალოდ დავკარგე წლები... შენ ჩემი გულის ხმაც კი არ გესმის დრომ დაგავიწყა ტკივილი, ვხვდები. მე რა ვუშველო ჩემს სევდის გუბეს ფიქრი ჭაობად გადამიქცია მიყვარდა ერთ დროს ყოფნა შენს უბეს ნუთუ ზღაპარი იყო ფიქცია ერთ საიდუმლოს გაგიმხელ გინდა? რატომღაც აზრი ჩამესმა ამად და თუ ვტყუოდე ეგ შენი სუნთქვა მთელი ცხოვრება შემერგოს შხამად მიყვარდი! ოხ... რა ძლიერ მიყვარდი! ახლაც მიყვარხარ უწყვეტი გრძნობით ვით გაზაფხულის ეს ყოჩივარდი ცოცხლობს და სუნთქავს მიწაში ტკბობით. და თუ მოსწყვეტენ სიცოცხლე მისი სუნთქვა შეწყდება, გაფერმკრთალდება... სილამაზე და მშვენება თვისი როგორც წალკოტი ცეცხლში ალდება შენდამი ფიქრი არა არ ქრება ოხ სიყვარულის გრძნობავ მტანჯველო... და შენი სახე ჩემში დარჩება ვით ფლორენციას მიქელანჯელო... მარტო მსურს ყოფნა, რადგანაც ხალხში ვარ შესამჩნევი ვით კეთროვანი და სიმარტოვე ობიან სახლში მიჯობს, მე არ მაქვს სხვა არჩევანი ცივ სარეცელს რომ მივეჯაჭვები ფიქრი წამიღებს ლექსად ჰაერში და მოლოდინის ფუჭი ზრახვები გადამაქვს შავად მელნით ნაწერში ერთხელ იკითხეს მიზეზი სევდის დუმილმა გამცა რომ ვერ ვშველოდი ყურად მესმოდა არია ვერდის ჩვენ საიდუმლოს მე ვმფარველობდი მაინც მიმიხვდა მიზეზთა წყარო რომ შენ იყავი ბრალი ამბისა და განმიმარტა რომ შენა ხარო მსხვერპლი, მაცდური თვით ალქაჯისა გულს ეკლად მესო მისი სიტყვები არ დავუჯერე მას შენზე თქმული და მისი აზრით ადრე თუ გვიან გამშორდებოდი ვით ბინას მდგმური მსწრაფლ გავეცალე თან მივაძახე რომ ჩემი ტანჯვის ბრალი ჩემია შენ იყავ ჩემი ცხოვრების სახე რომ შენ დაბადე ჩემში გენია... პირი იბრუნა და დამორცხვებით დამწუხრებულმა ჩაქინდრა თავი სიტყვაუთქმელად გასწია შვებით მისთვის აღმოჩნდა ამბავი ავი არ ნდომებია მას ჩვენთვის ცუდი და აცბუნებდა, არ სწამდა ფიცის რაც ჭორიკნებმა მოაბეს კუდი რომ კოფეინმა მიჩვევა იცის მე მაკვირვებდა ქვეცნობიერი ჩემგან გაქცევის შენი წადილი მწამდა არ იყავ ტურფავ ცბიერი და გამშვენებდა დედის მანდილი ჩვენს შორის წლები არ იყო ტოლი და ვერ გაწვდენდი გრძნობებით ხმასა გახსოვს გიწოდე შენ ჩემი ცოლი შენ კი ფიქრობდი, რომ იყავ ხასა ქვესკნელში ლოდი გულზე დამედოს თუ მე წამითაც მეფიქროს მსგავსი და შენი ლანდი გამომეცხადოს რომ დავუმტკიცო გავტეხო ნავსი სამწუხაროდ ვერ გაგირჩევია რა იყო ჩემი გულის ტკივილი უჩემოდ ყოფნა აგირჩევია ვემსგავსე ნახატს, "მუნკის კივილი" უსიცოცხლო და ძალა დაშრეტილს როგორც დარჩენილს სურაში ვარდი და იმედს ველი როგორც უცნობ მწირს როს დამართნია მას სურავანდი შავეთის დამსდევს ეს ქარავანი ლევიათანი მიღერებს მე პირს ყოფნა არ ყოფნის ეს არჩევანი ერთ დროს უკითხავს უილიამ შექსპირს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი