წერილი ბოთლში


მე დაგცქეროდი როდესაც კლდეებს შორეულ წყლებში
ბობოქარ ტალღებს ხომალდი ჩემი ებრძოდა ურჩად
როცა შეგთხოვდი გქონოდა გულის რწმენა შენ ჩემი 
შენ არ გჯეროდა ამ ჩემი გრძნობის მიმზერდი კუშტად

რას არ გავცემდი , თუნდაც სხეულს დავცემ მახვილზე
რომ ჩემი გულის წმინდა გრძნობა იყო ნამდვილი
და როცა ნახავ ტანჯულ სხეულს შორით მანძილზე
გაგახსენდება შენ ჩემი მზერა და თვე  აპრილი...

და თუ ეგ სახე სევდამ  ფერმკრთალ  ფიფქად  გიქცია  
 ნებას არ მივცემ არვის გნახოს  თუ როგორ დარდობ
თუ კი აშინებს ვინმეს  ჩემი  მკაცრი დიქცია
 იცოდეს ყველამ, ჩემ  სიყვარულს  არავის ვანდობ!

ამ ჩემს სიყვარულს გადავმალავ გულის ფარდულში
 და თუ ოდესმე გიღალატო ცეცხლში ვიწვოდე 
ვერასდროს ვერვინ ვერ მიპოვის ზღვების უფსკრულში
და საუკუნოდ მეყვარები მინდა იცოდე...

მე მენატრება შენ თვალთა მზერა და გულის ფეთქვა
და სულ გახსოვდეს, რომ შენა ხარ სავანე ჩემი
ჩვენს ისტორიას სიყვარულის ბალადა ერქვა
 შენზე ფიქრია ერთადერთი ნუგეშისმცემი

ბედმა მტარვალმა სიყვარული ჩვენი გაწირა
მანვე მომტაცა შენი თავი შენი მშვენება
მაინც ჩემში ხარ სამუდამოდ და ეს შეგრძნება
ვიდრე მე ვსუნთქავ არასოდეს  ამოიშლება

მასწავლოს ვინმემ განვიშორო ეს მწუხარება
და ქარტეხილში ჩემს იალქნებს როცა გაშლიან
წერილი ბოთლში... ეწერება მას აღსარება...
მიყვარხარ მართლა ! მართლა ძლიერ! მართლა ძალიან!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი