აი, გაზაფხული ...


აი, გაზაფხული მოვიდა,
მაჩუქებს სხივსა და იერს,
ოთახში ლარნაკებს ამივსებს,
გზებზე დამახვედრებს იებს.

სითბოს და სინაზეს მიბოძებს,
ღიმილით გამიპობს ტუჩებს,
ცოტა სილამაზეს მაჩყქებს,
ცოტა დამამსგავსებს ნუშებს.

აი, გაზაფხული მოვიდა,
მაჩუქებს სხივსა და იერს,
ოთახში ლარნაკებს ამივსებს,
გზებზე დამახვედრებს იებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი