დაცვარულ ყვავილებს ...


დაცვარულ ყვავილებს გიწვდი,
დანამულ წამწამებს ვმალავ,
მაწუხებს ფიქრი და იჭვი,
მაგ თვალთა კრთომა და ძალა,

დუმილით მიყვარდე მინდა,
რომ გული ოცნებად დადნეს,
ეგ შენი კეთილი სახე,
იცი, რომ მე დარდად დამდევს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი