აქ გული ვერსად ...


აქ გული ვერსად ვეღარ დავტიე,
ამიღეს თქმით და იჭვით,
არც სიყვარული არ მაპატიეს,
არც სიყვარულის ნიჭი.
ნუთუ ყველაფერს ტალახს ესვრიან,
არვისთვის Aარვინ იღვწის,
ყველასთვის ნახავ რამეს გესლიანს,
და შეურაცხყოფ იჭვით.
აქ გული ვერსად ვეღარ დავტიე,
ამიღეს თქმით და იჭვით,
არც სილამაზე არ მაპატიეს,
არც სილამაზის ნიჭი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი