Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_tm0n0lcfu2k2k87hh54js7rtrq, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
მოდი, ერთმანეთს მივეჩვიოთ - მერი ხარაზიშვილი | პოეზია

მოდი, ერთმანეთს მივეჩვიოთ


მოდი, ერთმანეთს მივეჩვიოთ, 
ამ  ცხოვრებისაგან დავიმალოთ, 
შვიდფეერ ცისარტყელას შევერიოთ,
მერე თეთრ ღრუბლებში დავიკარგოთ. 
მოდი, ერთმანეთს მივეჩვიოთ, 
 გულში ერთმანეთი ჩავიბუდოთ,
ყველა ბოროტებას მოვერიოთ,
მერე აღარასდროს გავიბუტოთ.
მოდი, დღის და ღამის გასაყარზე
მარტო  ორი გული ავირჩიოთ,
სულ ძალიან მაგრად ჩავეხუტოთ...
მოდი, ერთმანეთს მივეჩვიოთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი