მოლოდინი
მთებზე ნისლია დილიდან, ხეები დაიფარა,მელოტები, ზიხარ და სამყაროს შეჰყვირიხარ, რომ ახალ სიცოცხლეს ელოდები. მარიამ! თვალებში გაზაფხულდა სხეულმაც მოასწრო შეფერება- მაისი შეგიყვარდა არნახულად და მკერდქვეშ დედამიწა გებერება. მარიამ! მთებზე ნისლია და ხეები მორცხვობენ მელოტები, ზიხარ სარკის წინ და ფიქრიანად ახალ სიცოცხლეს ელოდები. მ.პაპიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი