***
რაღაც არყოფნა დამჩემდა შენი, ჰო,არ მყოფნი და... გიშვებ! თან წაიყოლე რჩევა თუ განაჩენი- უნდა ხელახლა იშვე. უფრო მზიანი, ჩემიანი უფრო და ტკივილები დაუტოვე მუცელში წარსულს მე კი დამიტოვე იმის უფლება ვენებიდან სისხლად ვიდინო ის რაც არ მსურს. გავგლიჯო სამოსი ფრთებით! ამოვხეთქო იარად... როგორც ბავშვს,რომელსაც პირველი კბილი ამოსდის მტკიოდეს თუნდაც იმდარად. თანახმა ვარ- მეწვოდეს როგორც ეწვის ძვლები მშობიარეს, ვიყო რწმენა დაკარგული-მიმაგდეს,ვეღარ მომიარეს. თანახმა ვარ ვიყო ჭა ამომშრალი, მგზავრი დაღლილი, რადგან სულიდან ვერ ამოგშალე ჩემივე სულის კუთხეში ვდგავარ ბალღივით. და ვბღავი.. ვღრიალებ... ჟანგბადი არაა სამყოფი, როგორ,როგორ ვერ მომიარე! არ მყოფნიიიიიიიიი... არ მყოფნი! თანახმა ვარ ვიყო დამსკადრი მიწა და ყველა ჯოჯოხეთური აგონია ოღონდაც,როცა დაბრუნდები(თუმც კი დაბრუნდები?არ მგონია) ნუ მომიტან ყვავილებს და ნუ მთხოვ -კესანე, აღარ ხარ ღმერთი ჩემი და აღარ გესავ მე. იტირე და აითრიე დაღლილი სხეულის პაროდია ჩემდარად და მხოლოდ ღმერთთან გავამხილოთ,რომ ერთმანეთს ვერ გავუფრთხილდით(არადა სხვა რა გვებარა?) ველოდები... უნდა გშვას განგებამ ხელახლად ჩემი სულის ერთადერთი განაყოფი. მანამდე კუთხეს შევეზრდები და ცას შევბღავლებ- აღარ მყოფნიიიიიი! მ.პაპიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი