არშემდგარობა
წვიმს უჩვეულო თავგამეტებით და არ ჩანს შენი ნაფეხურები, მოდი და თუ აქ არ დავეტევით ზეცას ვუმტვრიოთ საკეტურები. არ მოხვალ... არა... მაგრამ მოვა დრო- როცა მოლოდინს ბოლო არ უჩანს, როცა ცა მწარე ცრემლად ჩამოვა, თავგზას ავურევთ დანისლულ ქუჩას, მე,შენ და ჩვენი არშემდგარობა. მ.პაპიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი