განაჩენი - სიყვარული
მიყვარხარ! ეს კი ნიშნავს,რომ ძარღვებით დამაქვს შიზოფრენია და უსახელო ტკივილი და რომ ჩავიხვიე შენი სახე ძველი,შავ-თეთრი ფირივით. ამიტომ გვიანია,არა-შეუძლოა ამ სენისგან თავი დავიხსნა ერთად უნდა გატაროთ სასჯელივით მე და ნაცრისფერმა მაისმა. მიყვარხარ! ეს კი ნიშნავს,რომ არ მიყვარდეს საწოლის მხარე ცარიელი და რომ საკუთარ თავს ყველა ხსნის გზა მოვუჭერი ამიერიდან. რადგანაც,ვერ შევძლებ დავიტიო ორი აღმაფრენა,მინდა-არ მინდა, შენ გტოვებ იმასპინძლე,მე კი წავალ ჩემივე თავიდან. მიყვარხარ! ეს კი ნიშნავს ვიმსუბუქებდე ჯოჯოხეთს და თანაც ეშმაკისგან ვიღებდე შექებას და ზღაპარები,რომ სიყვარული აგვამაღლებს,ამოვთქვა ცოდვიან ლექსებად. თან ყველა სტროფში ვეძებო საოცრად ბანალური ნუგეში, აქამდე დაკარგული მზე ჩამოვხსნა და მკერდზე დავიბნიო უბეში. იქნებ და გადავრჩე... ამოვახველო ყელში გაჩხერილი სისხლიანი ,,მიყვარხარ"-ები და ფილტვებს ჭლექად მოდებული უშენობაც,უღმერთობას მინამსგავსები. და თუ გადავრჩი... დავძებნი ქარს გაყოლილ ძალას და შემართებას, მერე უთუოდ დავივიწყებ,რომ სიყვარული კი არ ქრება,მხოლოდ ერთმანეთს ემატება. მაგრამ არა... ირონიაა,რომ ეს არის ყველაზე დიდი ირაო და ყველაზე დიდი ბორკილი, როცა მე რწმენა აღარ მაქვს და მაინც მიყვარხარს მოგკივი.. მ.პაპიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი