ჭიდილი
ჩამობნელდება,კარს მოდგება ეშმაკთა დასი, ჩვენი ცოდვებით აივსებენ მშიერ სისხლძარღვებს, რა მარტივია სიძულვილი,ბოღმა და ბრაზი და როგორ რთულად შეგვიძლია ვინმე გვიყვარდეს. გაშლილ მკლავებით ზეცის კართან ღმერთი დაღლილა, გვერდით სატანა გზააბნეულ სულებს სდარაჯობს, რა მარტივია ხელაღებით წასვლა სახლიდან და როგორ რთულად შინ ვრჩებით რომ ბრძოლა განვაგრძოთ. წლები ვით ობი გაებმება მიწიდან ცამდე, მას რაღა შეცვლის,რაც ადამის მოდგმის წესია : როგორ მარტივად შეგვიძლია არაფრის გვწამდეს და როგორ ძნელად ვიჯერებთ,რომ ღმერთი ჩვენშია. მ.პაპიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი