ქანდაკება
აგორებულა ოცდაშვიდი ჭორივით წელი და ჭორივითვე ჩაუვლია ოცდაშვიდივეს, მშვიდი ვარ, თუმცა ქანდაკება გამოუთლელი, ზუის ცარიელ აკლდამაში - როცა მშვიდი ვარ. წვიმა ისე წვიმს, ვერავინ რომ გაბედოს წასვლა და რომ ვერავინ მოერიოს ბუნების რისხვას, რათა სარკეში დამწყვდეულმა ვიღაცის ასლმა ჩამხედოს სულში, გამომკითხოს - რატომ და რისთვის. რაც ხვალ არ მოხდა, თავისთავად მოხდება გუშინ, დრომ სადღაციდან სადღაცამდე ზიდა ლოდები და რადგან წვიმას ჩემს ქუჩაზე ქვასავით უშენს - დგას ქანდაკება აკლდამაში და მელოდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი