***
შავ სიზმრებში კოტრიალს შავად ახსოვს აისი, სანამ ტანს მიკორტნიან, ჩემი გმინვა გაისმის. სანამ თავბრუს მახვევენ წადილები სასხვისო, საიქიოდ მახველებს, სააქაო საწყისით. ცოტა მეტი გვემზირა სამშობლოსთვის, მდელოდან, შენი ფურცლის გემზეა ჩემი უდარდელობა. ჩემი გული - ფიასკო - მატყუარა ამინდი, ფეთქავს, ჩემო იასონ, წადი, მშვიდად დაბერდი. შავ სიზმრებში კოტრიალს, შავად ახსოვს შვილები, ისევ ტანს მიკოცნიან, ღვთისგან მოგზავნილები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი