მიტოვებული სიყვარული


მერამდენედ გავათენო ღამე
მერამდენედ გადავიჭრა ვენა
სიყვარული გამივლის და რამე
მაგრამ ამას არ მოყვება შველა
შენ კი ალბათ ჩემზე აღარ ფიქრობ
გონებაში ჩემი კვალი ქრება
ცოტაოდენ დროსაც კი არ მითმობ
და გინდა, რომ დამავიწყდეს წყენა
ყოველ ღამით სხვისი ტანი გიპყრობს
ყოველ დილით სხვისი ხელი გეხვევა
ჩემო კარგო რომ იცოდე ამ დროს
ჩემ სხეულში ყველა ძარღვი მერღვევა
აღარ მინდა ეს იაფი სიტყვები
ყველაფერი ნათქვამია ისედაც
მე და შენ ხომ ერთად აღარ ვიქნებით
ტყუილებით მოვიწამლე ისედაც
არ მომძებნო, შენთან აღარ მოვალ
ანდა ვიცი ძებნას არც კი დამიწყებ
ახლა უკვე ჩემი წასვლის დროა
მე ცხოვრებას შენ გარეშე ვაგრძელებ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი