ჩანახატი


რა ადვილი იქნებოდა, რომ გყვარებოდი. 

დღითიდღე ვაცნობიერებ, რომ ყველაფერი უაზროა... რა ადვილი იქნებოდა უბრალოდ, რომ მომხვეოდი და აღარ გაგეშვი.. სასიამვნო.. 

მსიამოვნებ..

მაგიჟებ და მიყვარხარ..

გუშინ შენზე ფიქრებმა ტვინი დამისერეს.. გუშინ.. გუშინ ისე მჭირდებოდი, როგორც თევზს სჭირდება წყალი სიცოცხლისთვის

მენატრები იცი? 

სიგიჟემდე მენატრები..

ბოლოს ალბათ მივხვდები, რომ ამ ყველაფერს არ აქვს აზრი, მაგრამ ახლა ისიც მყოფნის სხვასთან ერთად რომ გხედავ. 

ქუჩაში სიარულს უკვე შევეშვი, ვიცი, რომ აღარ შემხვდები და რა აზრი აქვს გეძებო ამ ტანჯულ სახეებში, რომლებსაც ყოველდღე ვეჩეხებოდი შენ ძიებაში? 

ვფიქრობ გაგიხსენო, ვცდილობ შენი სახე ავაწყო ჩემ გონებაში, მაგრამ ვაი, რომ ვეღარ ძალუძს ამ ჩემ დაფლეთილ გონებას შენი გახსენება..

ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ დამავიწყდები...

უკვე დამავიწყდა როდის იძინებდი ჩემთან ერთად.. ჩემ გვერდით ისე ვასწორებ საწოლს, თითქოს გელოდები როდის მოხვალ და დაწვები, მომეხვევი და დავიძინებთ ერთად, ერთი და იმავე სიზმრები დაგვიხევენ გონებას და დილით ერთად გავიღვიძებთ ისევ..

 

შენ ჩემამდე არაფერი გაშორებს

მე შენამდე, მთელი სამყარო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი