იმედს ახშობს ფული


ქვეყნის შემხედვარე ფიქრებით სავსეა ხალხის გული,
ცვლილებებს ეძებენ, იმედის სხივს ახშობს ფული,
დუმილშიც იმედი ხომ სადღაც იმალება,
თვალებს თუ გაახელ გზაც გამოჩნდება!

მომავალი ბინდში ჩანს, ან ალბათ ნათელში,
ეს კითხვა ისმის გამოსულ ამბებში,
ქუჩებში ხმაური და დაძაბულობა,
ცხელია სიტყვები და უსამართლოა აქაურობა

ღამე ვერ ჩაყლაპავს მზის ამოსვლას
მზე მუდამ ამოვა და გაგვინათებს ცას

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი