სუბიექტი ხომ გკლავს


ცბიერი, გულში ჩაფლული წამოძახილი
ქვიშასავით რომ ფანტავს ქარი, 
თავს დამტრიალებს, დამძახის - მიდი!
და არ ადარდებს სამოთხის კარი…

მემარცხენე და მემარჯვენეო
- ამბობს უხელო ადამიანი,
თვალს რომ ადევნებს უაზრო ბრძოლას
და მაინც სხვისკენ გაურბის გული.

ბუტაფორია, ვის რა ჰგონია,
რეალურია თუ გადაკარგული
ისევ ირონიაში გადახვეული,
სხვის წისქვილზეა გადასხმული.

განა ვისია უძილო ზეცა,
ყველა რომ ატანს საკუთარ თავს,
მაგრამ ვის ესმის გულის ძახილი,
სუბიექტი ხომ გკლავს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი